დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, რომელიც საპატრიარქოს ბალანსზეა, შვიდი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის სამი ბავშვია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებულების თქმით, იმ დროს, როდესაც ცეცხლი გაჩნდა, ეზოში იყვნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მოძველებული ელექტროსადენებიდან გაჩნდა.