weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჭიათურის მაღაროში გვირაბის ჩამონგრევის შედეგად 45 წლის მაღაროელი დაიღუპა

11:22 ორშაბათი, 26 მარტი 2018

ჭიათურაში, შურუთის მაღაროში 45 წლის ზაზა აბრამიშვილი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 26 მარტს, დილით მოხდა. პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის თამაზ დოლაბერიძის თქმით, იმ ადგილას, სადაც მაღაროელები მუშაობდნენ, სამთო მასა ჩამოინგრა და ერთ-ერთ მაღაროელი დიდი ლოდის ქვეშ მოჰყვა.

„დაღუპული გვირაბგამყვანის პოზიციაზე მუშაობდა. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. იმდენად დიდია ის ლოდი, რომ პერფერატორები შეიტანეს მის დასაშლელად და ქვეშ მოყოლილი ადამიანის გამოსაყვანად. მაღაროელები ამბობენ, რომ უბანი, რომელზეც მუშაობდნენ, ავარიული იყო, მაგრამ ადმინისტრაციამათ იქ მუშაობას მაინც ავალდებულებდა. სამთო სამუშაობის შესახებ წესებში წერია, რომ არ შეიძლება იმ ადგილას მუშაობა, სადაც მაღარო გამაგრებული არ არის“, – ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

საქართველოში 2013–2016 წლებში სამუშაო ადგილებზე 169 ადამიანი დაიღუპა, 350 კი დაშავდა. 2017 წლის მხოლოდ I ნახევარში დაიღუპა 18 ადამიანი და დაშავდა 34.

2018 წლის 21 მარტს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი და თანდართული ცვლილებები. კანონის თანახმად, ზედამხედველ ორგანოს (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს) ენიჭება უფლებამოსილება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეამოწმოს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მდგომარეობა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გამოიყენოს სანქციები.

აღსანიშნავია, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სანქციები 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება. ამასთან, საქართველოს მთავრობამ, სოციალურ პარტნიორებთან შეთანხმებით, უნდა განსაზღვროს მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]