გარდაცვლილი რუსთავში ცხოვრობდა, მელაანში კი ვენახის გასაშენებლად იყო ჩასული. გარდაცვლილს მეუღლე და შვილი დარჩა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება 544 რეგისტრირებულ შემთხვევაზეა დაწყებული, 2017 წელს 655 შემთხვევაა აღრიცხული.