weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავში საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალი დააყაჩაღეს

10:38 სამშაბათი, 27 მარტი 2018

სამართალდამცველებმა რუსთავში, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით 1964 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.შ., რომელიც გადაჭრილი ორლულიანი თოფით იყო შეიარაღებული, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხა. იგი ბანკიდან ფულის გატაცებას აპირებდა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, რომლებიც „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე განაიარაღეს და დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი ორლულიანი თოფი, ნიღაბი და ხელთათმანები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]