სამაშველო სამსახურს ბინა დაკეტილი დახვდა, კარის გაღების შემდეგ კი, მაშველებმა ქალის გვამი ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.