weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტყეში ბზის მოჭრა, დაზიანება ან ამოძირკვა 500 ლარამდე ჯარიმით ისჯება

18:47 ხუთშაბათი, 29 მარტი 2018

ბზობის მოახლოვებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კამპანიას „ნუ მოჭრი ბზას“ აგრძელებს და ბზის მოჭრაზე კონტროლს განსაკუთრებით ამკაცრებს. სამართალდარღვევაზე კანონით დადგენილი სანქციები გავრცელდება.

ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

სამინისტროს განცხადებით, დაშვებულია მხოლოდ ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილი ბზის რეალიზაცია.

მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას წელს 1-ელ აპრილს აღნიშნავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]