weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

5000 ლარამდე ქონებრივ დავებს მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ

14:36 პარასკევი, 30 მარტი 2018

ფიზიკურ და იურიდიული პირებს შორის 5000 ლარამდე ქონებრივ დავებს მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილი აღნიშნული ცვლილება 2018 წლის 29 მარტიდან ამოქმედდა.

ცვლილებების თანახმად, ასევე მაგისტრატი მოსამართლეების განსჯადი იქნება დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ საქმეებიც, თუ თანხის ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია.   

საკანონმდებლო ცვლილებებამდე მაგისტრატი მოსამართლეების განსჯადობა აღნიშნული კატეგორიის დავებზე იმ შემთხვევაში ვცრელდებოდა, თუკი დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს.   

შეიცვალა ასევე ქონებრივ დავებზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობებიც. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი ითხოვს ამ გადაწყვეტილების შეცვლას 2000 ლარზე მეტი მოცულობით. ცვლილებებამდე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის მინიმალური ზღვარი 1000 ლარს შეადგენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]