weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტრეფიკინგში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

14:52 პარასკევი, 30 მარტი 2018

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულუზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დამნაშავედ სცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ 2017 წლის აგვისტოში, მ.უ.-მ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქის გ.უ.-ს საქართველოში ჩამოყვანა უზრუნველყო, რის შემდგომ ჩამოართვა პასპორტი, საცხოვრებლად მოათავსა ნაქირავებ ბინაში, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ძალადობით და იძულებით მოახდინა მისი გადაბირება და პროსტიტუციაში ჩაბმა.

„ბრალდებულს დაზარალებული ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში და სასტუმროებში გადაჰყავდა და იძულებით მის სექსუალურ ექსპლუატაციას ახდენდა, ხოლო გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდებული გამოძიებას მიემალა. მას ბრალდება 2017 წლის 31 ოქტომბერს, დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა, ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით). მასზე ძებნაა გამოცხადებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]