weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ახალციხეში, სამშობიარო სახლში 23 წლის ქალი გარდაიცვალა

15:37 პარასკევი, 30 მარტი 2018
ახალციხეში, სამშობიარო სახლში 23 წლის ქალი გარდაიცვალა ფოტო © სამხრეთის კარიბჭე

ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, მშობიარობიდან ორი დღის შემდეგ 23 წლის ქალი გარდაიცვალა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სამშობიაროსთან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან. ისინი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.

„ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ დედა-შვილი თავს კარგად გრძნობდა, დღეს კი დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ცუდი ამბავი ჰქონდათ. არ გვეუბნებიან, რა გახდა სიკვდილის მიზეზი. შეიძლება თრომბი იყოსო. გაგვაგებინონ რა მოხდა“, – ამბობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]