weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 500 ლარით დააჯარიმეს

12:38 შაბათი, 31 მარტი 2018
ფოტოზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ფოტოზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტთა პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებისთვის 500 ლარით დააჯარიმა.

შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ 10 იანვარს უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის საინფორმაციო დაფაზე რამდენიმე საათით საჯაროდ განთავსდა უნივერსიტეტის მე-3 და მე-4 კურსის 150-მდე სტუდენტის სია, რომელიც მოიცავდა სტუდენტის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ფინანსური დავალიანების არსებობის და სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაციას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებით, უნივერსიტეტმა ვერ მიუთითა და არც შემოწმების ფარგლებში გამოიკვეთა მონაცემთა გასაჯაროების სამართლებრივი საფუძველი.

დაჯარიმების გარდა უნივერსიტეტს დაევალა მიმდინარე წლის 30 ივნისამდე განსაზღვროს სტუდენტებისთვის მათი ფინანსური დავალიანების არსებობისა და სტუდენტის სტატუსის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალურად მიწოდების სტანდარტული წესი და პროცედურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]