weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

აფხაზეთმა ფაროსანას გამო ქართული პროდუქციის შეტანა დროებით აკრძალა

14:22 შაბათი, 31 მარტი 2018

აფხაზური მხარის განცხადებით, აფხაზეთში აზიური ფაროსანას შეყვანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მცენარეული წარმოშობის პროდუქციის შეტანა აიკრძალა.

დროებითი აკრძალვა 31 მარტს ამოქმედდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო აფხაზეთის მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო ინსპექციამ, ენგურის გამშვებ პუნქტზე საკარანტინო კონტროლის დროს „საქართველოდან აფხაზეთში შესული პირების ხელბარგში აზიური ფაროსანა არაერთხელ გამოავლინა“.

რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის პრესმდივნის, იულია მელანოს განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ აფხაზეთში გავრცელებული აზიური ფაროსანა ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში საქართველოში ხელოვნურად იყოს გამოყვანილი.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზური მხარე ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ უმოკლეს ვადებში შეძლებს მავნებელთან გამკლავებას. ამის გამო რეჟიმი, რომელიც 2 აპრილამდე აფხაზეთიდან რუსეთში მცენარეული წარმოშობის ყველანაირი პროდუქციის შეტანას კრძალავს, შესაძლოა რუსეთმა გარკვეული პერიოდით გაახანგრძლივოს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკა მესხის განმარტებით, „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლის მიერ გამოთქმული ვარაუდი საღ აზრს არის მოკლებული. მისივე თქმით, აზიური ფაროსანას პრობლემა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთშიც არსებობს და ამის შესახებ სპეციალისტებისთვის ცნობილია.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით 25 მარტიდან აფხაზეთში აზიური ფაროსანას შეგროვება დაიწყო. 1 კილოგრამ ფაროსანაში 1000 რუბლს იხდიან.

აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო) მავნებელი მწერია, რომელიც მცენარეებით იკვებება. მავნებელი დასავლეთ საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]