weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მეუფე გიორგი – სვანეთში ძალისმიერი მეთოდებით ჰესის მშენებლობა მიუღებელია

09:59 კვირა, 01 აპრილი 2018

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) მესტიაში „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას გამოეხმაურა. მეუფე გიორგი მიიჩნევს, რომ მიუღებელია, როდესაც კერძო კომპანია ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს „თუნდაც დადებითი“ პროექტის განხორციელებას და ამ პროცესში სახელმწიფო მხარეს წარმოადგენს.

„მე, როგორც იმ კუთხის შვილმა, სადაც არის ჩემი მამა-პაპათა ძვალთ შესალაგი, რომელთაც დღემდე მოუტანიათ ის სიწმინდეები, კულტურული მემკვიდრეობა და მიწა-წყალი, რითაც თითოეული ქართველი თავს იწონებს მსოფლიო ცივილიზაციის წინაშე, ჩემი სინდისი არ მაძლევს უფლებას არ გამოვხატო ჩემი გულისტკივილი და არ თანავუგრძნო სვანეთში მიმდინარე პროცესებს.

მაშინ, როდესაც საზოგადოება და ხალხი არის ხელისუფლების არსებობის მთავარი წყარო, მათ ხმას გულდასმით უნდა უსმენდნენ და ყოველი ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ვფიქრობ, უნდა იქნას ფართო საზოგადოებრივი კონსესუსით მიღებული.

ყოვლად მიუღებელია, როდესაც კერძო კომპანია ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს „თუნდაც დადებითი“ პროექტის ხორცშესხმას და ასევე მიუღებელია, როცა სახელმწიფო სტრუქტურები ნაცვლად ხალხსა და კერძო კომპანიას შორის მომრიგებლური როლისა, ერთგვარად გვევლინება მხარედ.

ჩვენ საზოგადოებამ სახელმწიფოსთან ერთად ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ უპირველეს ყოვლისა მკვიდრი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითა და მშვიდობიანი დიალოგის გზით გადაიჭრას ჩვენს წინაშე არსებული პრობლემა, ისე, რომ არ შეფერხდეს სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემო-სვანეთში შეუქცევადი უარყოფითი პროცესების განვითარებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება არსებულ ხელისუფლებას“, – აცხადებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი.

სვანეთში, დაბა მესტიაში გუშინ ადგილობრივებმა „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. რამდენიმე ქალი საავტომობილო გზაზე დაწვა და „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებელი კომპანიის ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. აქციის მონაწილეთა შორის შვიდი თვის ორსული ქალიც იყო, რომელმაც არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის შეწყვეტაზე უარი თქვა. გზა მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტილი იყო.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობის განახლების მიზნით, მესტიაში მძიმე ტექნიკის შეყვანას სპეცდანიშნულების რაზმის თანხლებით ცდილობენ.

დაბა მესტიაში „მესტიაჭალა 1“ და „მესტიაჭალა 2“ არადაგუბებითი ტიპის ჰესებს კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ აშენებს. კომპანიაში განაცხადეს, რომ ორივე ჰესის სამშენებლო პროცესის ნახევარზე მეტი შესრულებულია, ინვესტიციის 2/3 უკვე დახარჯულია და მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]