შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს, ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელმა, თავის კუთვნილ ავტოფარეხში და საცხოვრებელ ბინაში, მასთან დროებით მცხოვრები, 15 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
სამინისტროს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.