weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბავშვთა სუიციდის და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევები 20%-ით გაიზარდა

13:01 ორშაბათი, 02 აპრილი 2018

სახალხო დამცველის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში არასრულწლოვანთა სუიციდის/სუიციდის მცდელობის შემთხვევათა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2017 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) გამოძიება დაიწყო 36 საქმეზე, მათ შორის, სუიციდის 9 და სუიციდის მცდელობის 27 შემთხვევაზე.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქმის წარმოების შედეგებიდან იკვეთება, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორებს შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა, დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა და რისკის ქვეშმყოფი ან/და სავარაუდო რთული ქცევის მქონე მოზარდებისათვის ეფექტიანი ფსიქოლოგიური სერვისის დროული მიწოდება.

„ამ დრომდე არ შემუშავებულა სუიციდის პრევენციის ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც შესაძლებელს გახდიდა სუიციდის რისკ-ფაქტორების დროულ გამოვლენას და აღმოფხვრას. ამასთან, მნიშვნელოვანია რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებთან პროფესიონალთა სისტემური მუშაობის გაძლიერება. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, პრობლემურია მოსწავლეებში სუიციდის რისკების გამოვლენა და ფაქტების დროული პრევენცია; მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან მომუშავე პროფესიონალებმა, განსაკუთრებით კი, პედაგოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა, ნათლად გააცნობიერონ თავიანთი როლი ამ ტიპის შემთხვევების მართვის საქმეში, რაც,მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ასევე მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, ხელს შეუწყობს ბავშვთა სუიციდის პრევენციას”, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]