weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარადგინა

15:09 ორშაბათი, 02 აპრილი 2018

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა  წარუდგინა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, წლების განმავლობაში, საპარლამენტო თუ სპეციალურ ანგარიშებში სახალხო დამცველი რეკომენდაციას გასცემდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში თუ სხვა წარმომადგენლობით ორგანოებში ეროვნული უმცირესობების კანდიდატის ყოფნის საჭიროებასთან დაკავშრებით და ხაზს უსვამდა მათი ინტეგრაციის მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

„იზაბელა ოსიპოვა თავად წარმოადგენს ეროვნულ უმცირესობას. მისი კანდიდატურა ერთხმად იყო მხარდაჭერილი საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლების მიერ. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გაბედული და პრინციპული საქმიანობის. კარგად იცნობს საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ გამოწვევებს, რომლებიც სხვადასხვა ეთნიკური თემის წინაშე დგას და მზად არის მათი ინტერესების დასაცავად.

აღსანიშნავია, რომ იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურა არ ყოფილა მხარდაჭერილი არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ და შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არაპარტიული მხარდაჭერისა და მრავალეთნიკური სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე კანდიდატის დასახელება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ეროვნული უმცირესობების ჩართულობის უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ნინო ლომჯარია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მხარი დაუჭიროს იზაბელა ოსიპოვას და იმედს გამოთქვამს, რომ ბორდთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებელი უახლოესი 6 წლის განმავლობაში სრულად უპასუხებს სხვადასხვა ეთნიკური, პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა ჯგუფების მოთხოვნებს და ინტერესებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]