არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დაჭრა, იდენტიფიცირებულია. ის ჯერ არ დაუკავებიათ.
დაჭრილი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში გადაიყვანეს. ექიმ მაია ფარტენაძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.