weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შსს ბოლო 2 კვირაში გახსნილი ნარკოდანაშაულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

11:36 სამშაბათი, 03 აპრილი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, აჭარაში, კახეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან 5 ნარკორეალიზატორია.

როგორც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო აქტიურად არის ჩართული ტრანსსასაზღვრო ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში და ამ მიზნით, შსს მჭიდროდ თანამშრომლობს ინტერპოლთან, ევროპოლთან, ჩართულია ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სხვა საერთაშორისო ფორმატებში.

„სწორედ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად მოხდა იმ ორგანიზებული ჯგუფის გამოვლენა და დაკავება, რომელიც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ახორციელებდა. დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წარედგინა, ჯაბა ხულორდავა მსჯავრდებულია. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორს, წარსულში მსჯავრდებულ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება, რათა მოხდეს შესაძლო უფრო მსხვილი საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემის გამოვლენა“, – აღნიშნა ჭელიძემ.

მისივე თქმით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულები არიან გერმანიის და ყაზახეთის მოქალაქეებიც.

შსს-ს ინფორმაციით, გერმანიის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ლ.ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში არსებული სეიფიდან, 2644 აბი „ექსტაზი“, 323 აბი „სუბუტექსი“, 400 გრამი კოკაინი, დაახლოებით, 1 კილოგრამი „მდმა“ და 200 გრამი ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ჭელიძის თქმით, რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცველებმა ყაზახეთის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული რ.ს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ბრაზილიიდან დუბაის გავლით, საქართველოში ჩამოფრინდა.

„პოლიციამ, დაკავებულის ხელბარგის ჩხრეკისას, 676,1448 გრამი კოკაინის შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისივე თქმით, ბოლო ორ კვირაში სულ ამოღებულია 2750 აბი „ექსტაზი“, დაახლოებით, 1 კილოგრამი „მდმა“, 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, 530 აბი „სუბუტექსი“, 100 აბი „სუბოქსინი“, 200 გრამი ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი, 13,6827 გრამი ჰეროინი, მეტადონის მარილის 94 აბი, 10 აბი „მეტადონი“, 5,1432 გრამი მეტამფეტამინის ფხვნილი, 3,5765 გრამი კოდეინის მარილი, 2,9731 გრამი მორფინის მარილი, 1,1514 გრამი „თებაინი“, 1 შეკვრად დაფასოებული ე.წ. „სირეცი“ და სხვა ნარკოტიკი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]