weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რომელ საწარმოებსა და ბაზრებში აღმოჩნდა ცხენის და ვირის ხორცი

12:49 სამშაბათი, 03 აპრილი 2018

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისში არსებული ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუში აიღეს. სახეობრივი კვლევის (ცხენის და ვირის ხორცის იდენტიფიცირება) პროგრამის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, ხინკალი, გუფთა, ბლინი, ქაბაბი და ბასტურმა. 7 ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო 2 ნიმუშში როგორც ცხენის, ასევე ვირის ხორცი.

ცხენის ხორცი აღმოჩნდა ი/მ დავით წოწკოლაურის საწარმოში (თბილისი, წმინდა ბარბარეს უბანი N118) დამზადებულ ბასტურმაში; შპს „მადას“ ხინკალში „სუპერი“; შპს „კედარის“ ხინკალში (სარაჯიშვილის N6); შპს „ლაშარის“ ხინკალსა და გუფთაში (კაჭარავას N12); შპს „მერკადოს“ აგრარულ ბაზარში ხორცში (ფ. მოსულიშვილის N1); შპს „გიოს“ ქაბაბში (კაჭარავას N12);

ვირის ხორცი აღმოჩნდა შპს „ლაშარის“ბლინსა და ხინკალში (კაჭარავას 12).

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მწარმოებლები ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების გამო 1000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

სააგენტოს ცნობით, ი/მ „დავით წოწკოლაურის“ კუსტარულ წარმოებაში გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევები და დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი. საწარმო დაილუქა და ხორცი სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება. საწარმოს საქმიანობის უფლება შეუჩერდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]