weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

500 კვ ელექტროგადამცემ ხაზ „იმერეთს“ რეაბილიტაცია უტარდება

13:20 ორშაბათი, 02 აპრილი 2018

500 კვ ელექტროგადამცემ ხაზ „იმერეთზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი ბაჩანა სულაძე, ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ზესტაფონისა და წალენჯიხის სს უბნებზე, ზესტაფონის, თერჯოლის, წყალტუბოს, ხონის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ.

500 კვ ეგხ „იმერეთის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 მარტს დაიწყო და 5 აპრილს დასრულდება. სამუშაოები მოიცავს იზოლატორების, გაცვეთილი სახაზო არმატურისა და განმბრჯენების შეცვლის, ასევე, მარყუჟების რეკონსტრუქციის სამუშაოებს და ეგხ-ს მაღლივ დათვალიერებას. რეაბილიტაციის პერიოდში ეგხ „იმერეთზე“ იზოლატორების შეცვლის სამუშაოებს „საქრუსენერგოს“ პერსონალთან ერთად კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.

„აღნიშნული სამუშაოების შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგხ „იმერეთის“ ავარიული გამორთვების პრევენციის მიზნით. სხვა სარემონტო სამუშაოებთან ერთად 500 კვ ეგხ „იმერეთის“ რეაბილიტაციის პერიოდში ჯამში შეიცვლება 5 500 ცალამდე იზოლატორი, რაც მოახლოებული წყალდიდობის სეზონისათვის მნიშვნელოვნად აამაღლებს გადამცემი ხაზის უსაფრთხოებას და საიმედოობას“, – განაცხადეს „საქრუსენერგოში“.

[R] სს გეს „საქრუსენერგოს“ ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]