weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრემიერი - მეღვინეობა დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის შედეგად აღორძინდა

16:10 სამშაბათი, 03 აპრილი 2018

„2013-2017 წლებში კახეთში მევენახეებმა ჯამში 615 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. ეს სწორედაც შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით, პირველ რიგში სუბსიდირების კუთხით ამ მიმართულებაზე და ასევე, რა თქმა უნდა, დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეული შედეგით. ყველაფერი ამის შედეგად, ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეღვინეობა-მევენახეობის არნახული აღორძინება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში, პარტია „ქართული ოცნების“ საქალაქო კონფერეციაზე.

„მე არ მინდა, ნეგატივზე შევჩერდე, მაგრამ ყველას გვახსოვს სახელმწიფო პროგრამები, როდესაც ფულს უხდიდნენ ვენახის გასაჩეხად. დღეს მიმდინარეობს ვენახების განაშენიანება. მიწაზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა. ახალი ვენახების გაშენებაზე ასევე არის ძალიან დიდი მოთხოვნა და დასაქმებაც არის უპრეცედენტო“.

კახეთის მოსახლეობამ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი შვება მიიღო ამ დარგის განვითარების შედეგად. ღვინის ექსპორტის ასევე დივერსიფიკაციის შედეგად, სხვადასხვა ქვეყნებში ბაზრების განვითარების შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს ღვინის ექსპორტი სტაბილურია და ამ დარგის ზრდას წინ ვერაფერი დაუდგება. ასევე, სწორი პოლიტიკის შედეგად მივიღეთ ის, რომ თანდათანობით გამოვდივართ სუბსიდირებიდან. 2017 წელს პრაქტიკულად ბაზარზე დაფუძნებული იყო მთლიანად შესყიდვის პროცესი და მიუხედავად ამისა, ჩვენ პრაქტიკულად გაუყიდავი ყურძენი არ დაგვრჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მიმართულება ძალიან წარმატებით ვითარდება და აქ არიან კიდევ ახალ-ახალი ინვესტორები, რომლებიც შემოდიან საქართველოში და კიდევ არაერთ ძალიან წარმატებულ პროექტს ვიხილავთ“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 10,8 მილიონი ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 23%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 24,3 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18% შეადგინა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ადგილზე რუსეთია 7 425 286 ბოთლით.

პრემიერ კვირიკაშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 42 სარეაბილიტაციო პროექტი, ჯამური ღირებულებით 23 მილიონი ლარი. დღეისათვის მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11 სარეაბილიტაციო პროექტი, ჯამური ღირებულებით 16 მილიონ 600 ათასამდე ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]