weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლოს გადაწყვეტილებით TRANSLATE.GE-ის ბაზიდან 70 ათასი სიტყვა ამოიღეს

23:33 სამშაბათი, 03 აპრილი 2018

ინტერნეტ-ლექსიკონი translate.ge-ს ბაზიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით 70 ათასი სიტყვა ამოიღეს. საიტის ადმინისტრაციას სასამართლოში საავტორო  უფლებათა დაცვის ასოციაციამ უჩივლა ისიდორე გვარჯალაძის 1975 წელს გამოცემული ლექსიკონის უნებართვოდ გამოყენებაზე.

translate.ge-ს ადმინისტრაციის განცხადებით, არასოდეს დაუმალავთ რომელი ლექსიკონებისგან შედგებოდა მათი მონაცემთა ბაზა, კერძოდ:

143 305 სიტყვა - ყოვლისმომცველი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი: 2 ტომი. დონალდ რეიფილდი (მთავარი რედაქტორი), რუსუდან ამირეჯიბი, შუქია აფრიდონისძე, ლოურენს ბროერსი, არიანე ჭანტურია, ლევან ჩხაიძე, თინა მარგალიტაძე. აღსანიშნავია დონალდ რეიფილდის ოჯახის სურვილი, რომ ლექსიკონი საჯარო გამოყენებაში გადაეცათ ქართველი ხალხისთვის.

70 000 სიტყვა ისიდორე გვარჯალაძის ინგლსურ-ქართული ლექსიკონი - ამჟამად წაშლილია ბაზიდან;

61 000 სიტყვა Common Dictionary Words - შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით;

60 000 სიტყვა სამედიცნო ლექსიკონი - შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით;

48 000 სიტყვა ეკონომიკური ტერმინების ლექსიკონი - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)

27 000 სიტყვა იურიდიული ლექსიკონი - შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით;

8 500 სიტყვა მარკეტინგული ტერმინების ლექსიკონი - შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით;

"სამწუხაროდ, ორწლიანი დავების შემდეგ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება რომ წლების წინ, მონაცემთა ბაზაში შეტანილი ლექსიკონი უამრავჯერ გადამუშავდა, შესწორდა და გამდიდრდა საიტის მომხმარებლების მიერ.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება რომ "ქრაუდსორსინგი", ვიკიპედიით დაწყებული დღევანდელი მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია და translate.ge არის პლატფორმა/საიტი რომელიც ამ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თვითონ პატივცემული ისიდორე გვარჯალაძის ლექსიკონს გამოყენებული აქვს 11 სხვადასხვა ლექსიკონი იხ: (http://cdn.translate.ge/web/reference.jpg), რომელთა ნაწილზე საავტორო უფლებების არსებობა დიდად საეჭვოა თუ გამორიცხული არა.

2017 წლის 7 აგვისტოს სასამართლომ სრულიად დააკმაყოფილა ასოციაციის სარჩელი, რის შედეგადაც საიტის ავტორს დაეკისრა 50 000 ლარი ჯარიმა და გვარჯალაძეების ლექსიკონის ამოღება საიტის მონაცემთა ბაზიდან.

მოგვიანებით მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც გადასახდელი თანხის ოდენობა 13 400 ლარამდე შემცირდა, საიდანაც 10 000 ლარი უნდა გადაეცეს ოჯახს, ხოლო დარჩენილი 3400 ლარი გადაეცემა საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]