weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სკოლებში უსაფრთხოების ნორმები მკაცრდება

12:25 ოთხშაბათი, 04 აპრილი 2018

მთავრობის სხდომაზე განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მიმართულებით რეფორმების გატარება უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული ინიციატივაა.

საკანონმდებლო ცვლილებები შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშავეს. კანონპროექტის თანახმად, მანდატურის სამსახური დამატებით ფუნქცია-მოვალეობებს იძენს, რომლებიც აამაღლებს მისი საქმიანობის ეფექტიანობას და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე იქნება ორიენტირებული.

საკანონმდებლო ცვლილებებით, მანდატურის კანდიდატის მიმართ ახალი მოთხოვნები განისაზღვრა. სრული ზოგადი განათლების ნაცვლად, აუცილებელი გახდება, მანდატურს ჰქონდეს პროფესიული ან უმაღლესი განათლება. შესაბამისად, ასაკობრივად, მანდატური შეიძლება გახდეს არანაკლებ 21 წლის კანდიდატი.

მანდატურის მოსამზადებელ კურსებს განათლების მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ერთობლივად დაამტკიცებენ. ასევე, განისაზღვრება, რომ კურსები, სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს ფიზიკური მომზადებისა და პრაქტიკულ მიმართულებებს. მანდატურთა გადამზადებასა და ტრენინგებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია განახორციელებს.

სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის შეყოვნების, სამართალდარღვევის შემთხვევაში კი - მშობლისა და პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება. იცვლება მანდატურთა დანიშვნის წესიც, მათ სკოლის დირექტორის ნაცვლად დანიშნავს და გაათავისუფლებს სსიპ - მანდატურის სამსახურის უფროსი.

საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად მომზადდა უწყებათა შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის წესი, რომელიც მოსწავლეთა რისკ-ჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს.

სავალდებულო ხდება სკოლის შენობაში გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეოკამერების დამონტაჟება. სკოლაში მანდატურის არსებობის შემთხვევაში, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ადმინისტრირებას მოახდენს მანდატური. აღსანიშნავია, რომ დღემდე ვიდეოკამერების არსებობა სავალდებულო მხოლოდ კერძო სკოლებში იყო. რაც შეეხება საჯარო სკოლებს, სადაც დღეს ვიდეოკამერები არსებობს, შესაფასებელია მათი ვარგისიანობა და განახლების საკითხი.

განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული განრიგით, საჯარო სკოლებში ვიდეოკამერების განთავსება ეტაპობრივად განხორციელდება და 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]