weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტმა 64 მსჯავრდებული შეიწყალა

13:03 ოთხშაბათი, 04 აპრილი 2018

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 64 პირი.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალებული 64 მსჯავრდებულიდან 3 ქალი და 2 არასრულწლოვანია.

„შეწყალებულთაგან 41 მსჯავრდებული, მათ შორის 1 ქალბატონი, დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. დანარჩენ 23 მსჯავრდებულს კი, რომელთაგან 2 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანია, შეწყალების აქტით სხვადასხვა ფორმით შეუმცირდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი“, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

შეწყალების კომისიამ, რომელიც 28-29 მარტს მუშაობდა, სულ 335 პირის საქმე განიხილა და პრეზიდენტს საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]