weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტმა ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად აირჩია

13:55 ოთხშაბათი, 04 აპრილი 2018
პარლამენტმა ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად აირჩია ფოტო © პირველი არხი

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატი ნინია კაკაბაძე აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 12 იყო.

ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად 2020 წლის 18 აპრილამდე დარჩენილი უფლებამოსილების ვადით აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობაზე ის სულხან სალაძეს ჩაანაცვლებს.

საპარლამენტო უმცირესობამ ნინია კაკაბაძის კანდიდატურა მეორედ წარადგინა. 23 მარტის კენჭისყრაზე მისი კანდიდატურა ჩავარდა, რადგან პარლამენტის მხოლოდ 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 40-მა პარლამენტარმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

23 მარტსვე პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ორი კანდიდატი – უმრავლესობის მიერ წარდგენილი ზაზა შათირიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით წარდგენილი ბესიკ ლილუაშვილი აირჩია. ზაზა შათირიშვილმა 103 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, ბესიკ ლილუაშვილმა კი 101-ის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის მსურველი 14 კანდიდატიდან 12 შეარჩია და სია პარლამენტს გადაუგზავნა. ნინია კაკაბაძემ კომისიისგან ყველაზე დადებითი შეფასება მიიღო. ამის შემდეგ მისი კანდიდატურა საპარლამენტო უმცირესობამ წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]