weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ნინია კაკაბაძის გამო გედევან ფოფხაძემ შესაძლოა „ქართული ოცნება“ დატოვოს

14:36 ოთხშაბათი, 04 აპრილი 2018

პარლამენტის წევრმა, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ შესაძლოა „ქართული ოცნება“ დატოვოს. ფოფხაძის განმარტებით, ამის მიზეზი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევაა.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, უმრავლესობის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, გადაამოწმებს, ესწრებოდა თუ არა პარლამენტის პლენარულ სხდომას ის 55 დეპუტატი, რომელებმაც ხმა ნინია კაკაბაძის მისცეს.

„თუ ეს დასტურდება, შემიძლია პირდაპირ ვუთხრა საზოგადოებას, რომ ნამდვილად არ მინდა იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პატრიარქის და მართლმადიდებელი ეკლესიის მაგინებელი ადამიანი ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი. მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირი წახალისება საზოგადოების რეაქციული ჯგუფების, რომლებიც სხვა ადამიანების რელიგიური, მორალური თუ ზნეობრივი ღირებულებების გინებით არიან დაკავებული.

თუ „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ნინია კაკაბაძის მსგავს ადამიანებს შეიძლება დაუჭიროს მხარი, რაც ნიშნავს მართლმდიდებლობის და პატრიარქის საზიანო საქმის კეთებას, ასეთ შემთხვევაში დავტოვებ „ქართულ ოცნებასაც“, უმრავლესობასაც და ყველა პარტიულ და პოლიტიკურ თანამდებობას“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად პარლამენტმა ნინია კაკაბაძე დღეს აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 12 იყო.

კაკაბაძე საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო. 23 მარტის პლენარულ სხდომაზე მას მხოლოდ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რის გამოც მისი კანდიდატურა ჩავარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]