სავაჭრო ცენტრში, სადაც ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია იყიდება, ცეცხლი 80 კვ. მეტრის ფართობზე, საწყობში გავრცელდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
25 მარტს ხანძარი გაჩნდა რუსეთის ქალაქ კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრში, რომელსაც 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ძირითადად ბავშვები არიან. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ხანძარი ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია.