დავით გასიტაშვილის დახმარების მიზნით საქართველოს ბანკში გახსნილია ანგარიში: GE03BG0000000313412800 მიმღები გიორგი გასიტაშვილი;
ბილაინის აბონენტებისთვის 0901701282 – ზარის ღირებულებაა 1 ლარი;
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხე–ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე 7 მაისს მოხდა. Sknews.ge-ის ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 30–წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა იჯდა, გზაზე მოცურდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, სამივე ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.