weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმის პორტში მოშიმშილე ორი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს

12:38 ხუთშაბათი, 05 აპრილი 2018

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის შენობაში მოშიმშილე ორი თანამშრომელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა დილით გაუარესდა.

მოშიმშილეები ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. ექიმების განცხადებით, ერთ-ერთ პაციენტს, სავარაუდოდ, გულის უკმარისობა აქვს, მეორეს კი დაბალი არტერიული წნევა. ამ დროისთვის მათ გამოკვლევები უტარდებათ.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები ოთხი დღის წინ გაიფიცნენ და დირექტორის გადადგომა მოითხოვეს. მათი პროტესტი მიზეზი გახდა გავრცელებული ინფორმაცია ნავსადგურში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ. გაფიცულთა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ნაწილმა კი, პორტში შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მუშაობა გუშინ განაახლა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ნავსადგურის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ხელისუფლების მიერ მართული პროცესია და ბათუმის პორტის შეძენით ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა დაინტერესებული.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამუკა პატარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება საფუძველს მოკლებულია. ოპოზიციის ვერსიას არ იზიარებს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელობაც.

„ცალკეული სუბიექტები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და შიდაკორპორატიულ დავას პოლიტიკურ სარჩულს უდებენ. პატივს ვცემთ სახელმწიფოს მიერ ბათუმში ბიზნესკლიმატის ხელშეწყობის მიზნით გატარებულ პოლიტიკას“, - აღნიშნა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალურმა დირექტორმა მურატ ჯუმადილაევმა.

მისივე თქმით, გაფიცულ თანამშრომლებთან მოლაპარაკებები გრძელდება.

გუშინ ნავსადგურის ადმინისტრაციამ სამართალდამცველებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. მათი განმარტებით, 3 აპრილს, პორტში გემი ვერ შევიდა, რადგან თანამშრომელთა ნაწილმა მცირე ზომის ხომალდებით  ზღვით შესასვლელი ხელოვნურად ჩახერგა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 222-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]