პირველადი დათვალიერების შემდეგ, არქეოლოგმა ამირან კახიძემ განაცხადა, რომ ქვევრი, სავარაუდოდ, X-XI საუკუნეებით თარიღდება.
შუახევის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, მაკა მაკარაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ქვევრი სოფელ თხემლისშიც აღმოაჩინეს, რომელიც მიწიდან უვნებლად ამოიღეს. მისივე თქმით, კულტურის სამსახურში შექმნილია საექსპედიციო ჯგუფი, რომელიც სოფლებში ეთნოგრაფიულ ნიმუშების მოძიებით არის დაკავებული.