მცხეთა-მთიანეთის სამაშველო სამსახურის უფროსის, თემურ მონიავას თქმით, დაშავებული ალპინისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის ამ დროისთვის მეტეოსადგურის ტერიტორიაზე იმყოფება.
„დაშვების დროს სავარაუდოდ თოკმა ვერ დაიჭირა და მოწყდა. სიმაღლიდან ჩამოვარდნენ. ბელგიის მოქალაქე, რომელმაც თავის ტრავმა მიიღო, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. სამაშველო ღონისძიება ამ დროისთვის რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეჩერებულია. როგორც კი ამინდი გაუმჯობესდება, სამაშველო ღონისძიება გაგრძელდება“, - აცხადებს თემურ მონიავა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ბოლოს მყინვარწვერზე ადამიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 2017 წლის სექტემბერში გავრცელდა. მაშინ პოლონელი ტურისტი გარდაიცვალა.