საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ორსართულიანი სახლის სახურავზე და მეორე სართულზე გაჩნდა. დამწვარია 200 კვ.მ ფართობი.
„ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.