weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან ნარკოტიკული საშუალებები დაიკარგა

15:42 პარასკევი, 06 აპრილი 2018

ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალიდან ნარკოტიკული საშუალებები დაიკარგა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ჰოსპიტალის საწყობიდან 6000-მდე ამპულაა გამქრალი.

ჰოსპიტალში განაცხადეს, რომ ნარკოტიკული საშუალებების დაკარგვის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და სამართალდამცავ ორგანოებს უკვე გადასცეს შესაბამისი დოკუმენტაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევას გულისხმობს.

საზღვაო ჰოსპიტალს შპს „მედ ემერჯენსი“ მართავს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]