შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, მიმდინარე წლის 29 მარტს, წალენჯიხაში, 3 საცხოვრებელი სახლი გაქურდეს და სხვადასხვა სახის ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში ამოიღეს. ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული ი.ე.-ს მფლობელობაში არსებული ავტომობილიც, რომლითაც დანაშაულებრივი ჯგუფი გადაადგილდებოდა.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.