weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხაშურში საბავშვო ბაღის თანხით გამგებლის ოთახები გაარემონტეს

17:51 პარასკევი, 06 აპრილი 2018

ხაშურის გამგეობამ 2016 წელს სოფელ წრომის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი 51 896 ლარით გამგებლის წარმომადგენლის ოთახები გაარემონტა.

საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოების შესყიდვისთვის 50 107 ლარი საქართველოს მთავრობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყო. გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ბაღის შენობის რეაბილიტაციის მიზნით ხაშურის გამგეობამ 2016 წლის 18 ივლისს გამოაცხადა. 

ტენდერში ადგილობრივმა კომპანია „გურომ“ გაიმარჯვა, რომლის დირექტორი და 100 % წილის მესაკუთრეა მალხაზ ფცქიალაძე. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 51 896 ლარზე გაფორმდა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ადგილზე დათვალიერებით გამოარკვია, რომ წრომის საბავშვო ბაღი სოფლის ადმინისტრაციის შენობის პირველ სართულზეა განთავსებული, სარემონტო სამუშაოები კი მეორე სართულზე შესრულდა, რომელიც გამგებლის წარმომადგენლს უკავია. ამასთან, აღნიშნული თანხა წრომის თემში შემავალი 7 სოფლისთვის იყო გათვალისწინებული. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს გარემოება სახელმწიფო აუდიტის შემოწმების მასალებშიც არის ასახული, ამ ფაქტს რაიმე სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. 

აღსანიშნავია, რომ ხაშურის მაშინდელმა გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა 2016 წელს 3-ჯერ მიიღო ხელფასის სრული ოდენობით პრემია, 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში კი ხაშურის მერის თანამდებობაზე იქნა არჩეული. 2018 წლის 1 თებერვლიდან მისი ხელფასი 2650 ლარიდან 3100 ლარამდე გაიზარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]