weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფელ აძვიდან რუსმა სამხედროებმა ორი ადამიანი გაიტაცეს

21:46 შაბათი, 07 აპრილი 2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან რუსმა სამხედროებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს. სოფელში მერის წარმომადგენლის, ტარიელ ვათიაშვილის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის დაკავებულია აძვის მკვიდრი, 66 წლის ელდარ გუნდიშვილი. მეორე დაკავებული მამაკაცი კი მასთან სტუმრად მყოფი თეიმურაზ კაზიროვია.

ტარიელ ვათიაშვილის თქმით, ადგილობრივებისთვის უცნობია სად მოხდა მათი დაკავება. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სოფლის სასაფლაოსთან იმყოფებოდნენ.

დაკავებულები სავარაუდოდ ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ  მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სოფელ აძვიდან საქართველოს ორი მოქალაქე 21 მარტსაც გაიტაცეს. ისინი მაშინ აიყვანეს, როდესაც წმინდა გიორგის სალოცავში მიდიოდნენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 52 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]