სავარაუდოდ სიკვდილის მიზეზინახშირჟანგით (CO) ინტოქსიკაცია გახდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მეზობლები ამბობენ, რომ სადარბაზოში ბუნებრივი აირის სუნი იდგა, თუმცა,შემთხვევის ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბინაში გაზის სისტემა გამართულად მუშაობდა.
ცხედრები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.