weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დაცულ ტერიტორიებზე უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 88 %-ით გაიზარდა

11:41 ოთხშაბათი, 11 აპრილი 2018

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 88%-ით გაიზარდა. 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებს სულ 55 490 ვიზიტორი ეწვია, მათ შორის 56% ქართველია, ხოლო 44% უცხოელი.

დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, ისრაელიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან ესტუმრა.

2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა სულ 39%-ით გაიზარდა.

„ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა თბილისის ეროვნულ პარკს, პრომეთეს მღვიმეს, ყაზბეგის ეროვნულ პარკს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს და სათაფლიას. ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა მაჭახელას, კინტრიშისა და ჯავახეთის ეროვნულ პარკებში. მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორთა რიცხვი მტირალასა და თბილისის ეროვნულ პარკებში, მარტვილის კანიონში და სათაფლიაში“, - აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]