ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი გზაზე გადადიოდა, როდესაც დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა დაეჯახა. „დაცვის პოლიციის წარმომადგენლები დაახლოებით 90-100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდნენ. არ იცავდნენ დისტანციას. მანქანა ბიჭს იმდენად ძლიერად დაეჯახა, რომ ორი-სამი მეტრით გადაადგო. ავარიის შემდეგ ის უგონო მდგომარეობაში იყო“, - ამბობს „რუსთავი 2“-თან ერთ-ერთი თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.