weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ალექსანდრე ჭიკაიძე კერძო ბიზნესს უჩა მამაცაშვილის პარტნიორთან ერთად იწყებს

15:59 ოთხშაბათი, 11 აპრილი 2018

ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 2018 წლის 30 მარტს შპს „ნიუ ჰელს“ დააფუძნა, სადაც იგი კაპიტალის 51 %-ის მესაკუთრეა. დანარჩენ 49 %-ს ფლობს გურამ ცანავა, რომელიც შპს „გლობიმექს“-ში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის - უჩა მამაცაშვილის პარტნიორია.

ახლადშექმნილი საწარმო საჯარო რეესტრში 2018 წლის 2 აპრილს დარეგისტრირდა, თუმცა  წესდებაში მისი საქმიანობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მითითებული არ არის. 

შპს-ში ყოფილი შს მინისტრის პარტნიორი გურამ ცანავა კიდევ რამდენიმე მსხვილი ბიზნესკომპანიის მეწილე და დირექტორია, მათ შორისაა შპს „გლობიმექს“, სადაც ფლობს 30 %-ს, ხოლო 50 %-ის მესაკუთრეა უჩა მამაცაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჭიკაიძეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე ეკავა, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა, სადაც ამ სამსახურის გაუქმებამდე მუშაობდა. 

საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ 2016 წლის 26 აპრილს ალექსანდრე ჭიკაიძემ, ამჟამად პარლამენტის წევრ ისკო დასენთან ერთად, დააფუძნა შპს „ლეგიონი 2016“, სადაც ფლობდა კაპიტალის 49 %-იან წილს. 2016 წლის 1 ნოემბერს მან, ისევე როგორც ისკო დასენმა, საკუთარი წილი გაასხვისა და სამეწარმეო საქმიანობა შეწყვიტა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]