weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

WHO ითხოვს დაუყოვნებლივ შესვლას სირიაში, სადაც სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს

16:39 ოთხშაბათი, 11 აპრილი 2018

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მოითხოვა, რომ სირიის ქალაქ დუმაში, სადაც სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, დაუყოვნებლივ მისცენ შესვლის უფლება.

„ყველა აღშფოთებული უნდა ვიყოთ იმ შემზარავი ცნობებითა და ფოტოებით, რომლებიც დუმადან ვრცელდება. WHO მოითხოვს ადგილზე დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად დაშვებას, რათა დაშავებულებს დახმარება აღმოუჩინოს და შეაფასოს შედეგები“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა პიტერ სალამამ.

WHO პარტნიორების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქალაქ დუმაში 70 ადამიანი გარდაიცვალა, 500 კი საავადმყოფოში მოხვდა ისეთი სიმპტომებით, რომელიც ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებისთვის არის დამახასიათებელი, მათ შორის სუნთქვის გაძნელებით, ლორწოვანი გარსების გაღიზიანებითა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით.

სირიელი ოპოზიციონერი აქტივისტები, მაშველები და მედიკოსები ირწმუნებიან, რომ აღმოსავლეთ ღუტაში მდებარე ქალაქი დუმა სამთავრობო ძალებმა დაბომბეს, რისთვისაც მომწამლავი ქიმიური ნივთიერებით სავსე ბომბები გამოიყენეს. სირიულ-ამერიკულმა სამედიცინო საზოგადოებამაც განაცხადა, რომ 500-ზე მეტი ადამიანი სამედიცინო ცენტრებში აღმოჩნდა ისეთი სიმპტომებით, რაც ქიმიური იარაღის გამოყენებაზე მიუთითებს.

დასავლეთის ქვეყნები მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით თავდასხმის უკან ბაშარ ასადის რეჟიმი დგას. სირიის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს.

 

ამ თემაზე:

რუსეთმა სირიის თაობაზე აშშ-ის რეზოლუციის პროექტი დაბლოკა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]