შალვა თადუმაძე ამ დრომდე მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს თადუმაძემ „მაღალი პროფესიონალიზმი“ გამოიჩინა.
„ის გამოირჩევა საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით და ასევე ძალიან მაღალი წესირებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავოს“, – აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.