როგორც „რეგინფოს“ სოფელში გურჯაანის მერის წარმომადგენელმა ალექსანდრე პაპოშვილმა უთხრა, სახლში ყაჩაღობის მიზნით ნიღბიანები შეიჭრნენ. მისივე თქმით, შემთხვევის დროს მამაკაცი ასაკოვან დედასთან ერთად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დანიშნულია ექსპერტიზა და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.