weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ცოლის ჩაქუჩით ცემაში ბრალდებულს 1 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

11:48 ხუთშაბათი, 12 აპრილი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ს. მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 ნოემბერს, საღამოს საათებში, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ზ.ს-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, თბილისში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ.ს.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ზურგის არეში ჩაქუჩი დაარტყა.

ასევე დადასტურდა, რომ 2 ნოემბერს, ზ.ს.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, თ.ს.-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაარტყა სახის არეში.

სამართალდამცველებმა ზ.ს. 5 ნოემბერს, თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ორი ეპიზოდი) წარედგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]