შსს-ს ცნობით, გამოძიებას საფუძვლად დაედო 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.