კურორტ გოდერძიზე თოვლის საფარი გვიან გაზაფხულამდე ნარჩუნდება, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია.
გზებზე არსებულ მდგომარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გზის გაწმენდის სამუშაოები დროულად ჩატარდეს, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, მოსახლეობის გადაადგილებას, მეორე მხრივ, კურორტზე სამშენებლო სამუშაოების განახლებასა და ახალი პროექტების დაწყებას.
აჭარის მთავრობის განცხადებით, მომდევნო ეტაპზე კურორტ ბეშუმის მიმართულებით გზის მოწესრიგებისა და ახალი საფარის დაგების სამუშაოები დაიწყება.