„პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ამანათის სახით მიღებული, პირველადი ინფორმაციით, 9 კილოგრამი „ჰაშიში“ ამოიღო, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ამანათი ნეპალიდან გერმანიის გავლით არის გამოგზავნილი“, – განაცხადეს შსს-ში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლით მიმდინარეობს.