Region News-ის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა, 25 იანვრიდან 6 თებერვლამდე, სამ ქალაქში სულ მცირე 11 ობიექტი, ძირითადად ტანსაცმლისა და ტექნიკის მაღაზიები გაქურდეს. დაკავების დროს სამართალდამცავებმა 2 800 ევრო ამოიღეს და ნაქურდალი დაზარალებულებს დაუბრუნეს.
დაკავებულები ქალაქებში ყალბი გერმანული სანომრენიშნიანი ავტომანქანებით გადაადგილდებოდნენ, ერთ-ერთ მათგანს კი ქართული ყალბი მართვის მოწმობა ჰქონდა.