„ავტოავარიის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ მამაკაცს ამჟამად უტარდება გამოკვლევები დიაგნოზის დასაზუსტებლად“,- განუცხადეს „რეგინფოს“ „ჯეოჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრში.
ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა.
„ბიჭები ჩვენი სოფლის მცხოვრებლები არიან. თბილისის მიმართულებით მიდიოდნენ და ბარჯისხევამდე ჯებირს შეეჯახნენ“, - აღნიშნა ბაკურციხეში გურჯაანის გამგებლის წარმომადგენელმა გიორგი ბერიძიშვილმა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.