weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოზურგეთში შინაური ცხოველების ქუჩაში გაშვება იკრძალება

16:55 პარასკევი, 13 აპრილი 2018

ოზურგეთის საკრებულოს დადგენილებით, აკრძალულია ქალაქ ოზურგეთის ქუჩებსა და მოედნებზე, ასევე მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში და პლაჟზე წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება.

დადგენილებაში, რომელიც ოზურგეთის საკრებულომ 2018 წლის 4 აპრილს მიიღო, აღნიშნულია, რომ შინაური ცხოველების ყოლის სპეციალური წესების შემოღების მიზანი ქუჩებში სისუფთავის დაცვა და მწვანე ნარგავების შენარჩუნებაა. 

ამ წესების დარღვევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ იზოლაციას დაექვემდებარება როგორც მოხეტიალე, ისე უმეთვალყურეო ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირუტყვი, რომელიც გადაყვანილ იქნება მერიის მიერ სპეციალურად მოწყობილ ადგილზე, ხოლო მისი მესაკუთრე 50 ლარით დაჯარიმდება. 

თუ მესაკუთრე 30 დღის ვადაში არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას, ასევე ცხოველის სპეციალურ ადგილას გადაყვანისა და შენახვის ხარჯებს (1 სულზე დღეში 10 ლარს), მაშინ მისი კუთვნილი პირუტყვი საბაზრო ფასად გაიყიდება. გაყიდვის შედეგად შემოსული თანხიდან მოხდება ჯარიმისა და მომსახურების ხარჯების გადახდა ადგილობრივ ბიუჯეტში, დარჩენილი თანხა კი ცხოველის მესაკუთრეს გადაეცემა. 

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შინაარსის დადგენილებები 2015-2016 წლებში მიღებული ჰქონდათ ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემის საკრებულოებსაც. ახალი დადგენილების თანახმად, ორივე ეს ნორმატიული აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]