weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

22:22 შაბათი, 14 აპრილი 2018

სამართალდამცველებმა 46 წლის ვ.ბ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 13 აპრილს ვ.ბ.-მ ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილს, 25 წლის თ.გ.-ს სხეულზე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სამართალდამცველებმა ვ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს თელეთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, შემთხვევის ადგილიდან ამოიღო. მეზვრიშვილის თქმით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და დედის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს.

ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 2015 წელს, სასამართლომ ოჯახურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო.

„ვ.ბ. დამნაშავედ იყო ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით. კერძოდ, მან მოკლულის დედის მიმართ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება განახორციელა, რისთვისაც 2015 წელს სასამართლომ დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, ვ.ბ პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 800-ზე მეტი პირი დააკავა და 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოსცა.

„ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამინისტრო გააგრძელებს მკაცრი პოლიტიკის გატარებას ძალადობის თითოეულ ფაქტზე, თუმცა ამ პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება შეუძლებელი იქნება, თუ მკაცრი პოლიტიკის გატარება არ განხორციელდება ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან“, - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]